გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი მივიდა

0
298

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს სავარაუდოდ, მისი უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი მოინახულებს. ეს შესაძლებლობა დღეს მას პირველად ეძლევა. ის თბილისში რამდენიმე კვირის წინაც ჩამოფრინდა, თუმცა მაშინ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს და უკან გააბრუნეს.

უფლებადამცველი ახლა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესასვლელად ექიმებისა და ბადრაგის ნებართვას ელოდება.

როგორც იგი ამბობს, მიხეილ სააკაშვილთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. “საქართველოში ჩამოსვლის მეორე მცდელობა იყო და კარგია, რომ შემოგვიშვეს. მე ვთვლი, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, რადგან უკრაინაში მსგავსი ბრალდებით ციხეში არავინ ზის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს შევხვდე და სამომავლო გეგმებზე დაველაპარაკო.

მის დასახმარებლად სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს, მაგრამ მასთან შეხვედრის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. შეგვიძლია მის საქმეში ევროკავშირის ქვეყნები ჩავრთოთ, რადგან არ შეიძლება, რომ პოლიტიკურ საქმეში მხოლოდ ერთი ან ორი სახელმწიფო დახმარებით მიაღწიო დახმარებას. იმედი მაქვს, რომ საავადმყოფოში შესვლას და მის მონახულების უფლებას მომცემენ”, – თქვა ევგენი გრუშოვეცმა. .

წინა სტატიანუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში რიჟვაძის მამა და მასთან დაახლოებული პირები ამხილეს
შემდეგი სტატია,,შვილი… – ფრაგმენტი ” გოგი გვახარიას ინ­ტერ­ვიუდან ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­თან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური