მთავარისიახლეებიმსოფლიოგერმანიამ ეპიდემიის შესაჩერებლად ზომები გაამკაცრა

გერმანიამ ეპიდემიის შესაჩერებლად ზომები გაამკაცრა

Published on

დღეიდან, 24 ნოემბრიდან გერმანიაში ამოქმედდა ახალი ზომები კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც აცრილია, კოვიდი გადატანილი აქვს, ან დადგენილი ვადით ტესტირების უარყოფითი პასუხი აქვს. ამ ახალ წესს გერმანიაში 3G-ს უწოდებენ.

თუ მოქალაქე მაკონტროლებელი სამსახურის თანამშრომლებს შესაბამის დოკუმენტს ვერ წარუდგენს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაატოვებინებენ. დღეიდან 3G-ს წესი ამოქმედდა ოფისებშიც.

როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, ახალი წესის აღსრულების მიმართ ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი. 

გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მე-17 დღეა იზრდება. ბოლო 24 საათში ვირუსი დაუდასტურდა 66 800-ზე მეტ ადამიანს და 335 გარდაიცვალა. პანდემიის განმავლობაში გერმანიაში დაინფიცრდა 5 მილიონზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 100 000-ს უახლოვდება.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...