1-ლი დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება

0
359

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება. აქამდე მათ მუშაობა 23:00 საათამდე შეეძლოთ.

“რესტორნებს, რომელთაც, როგორც მოგეხსენებათ, 1-ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, ანუ ისინი შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან”, – თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მან აქვე განმარტა, რომ 1-ლი დეკემბრიდან რესტორნებში შესვლა მხოლოდ მწვანე პასპორტით იქნება შესაძლებელი.

წინა სტატია,,შვილი… – ფრაგმენტი ” გოგი გვახარიას ინ­ტერ­ვიუდან ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­თან
შემდეგი სტატიათურმე 50 დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიციური მოძრაობა…ვინმეს გაუგია, გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? – გიული ალასანია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური