სწორი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეებს უცხოელი, დამოუკიდებელი მოსამართლეები განიხილავენ – გიორგი ვაშაძე

0
277

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ სწორი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეებს უცხოელი, დამოუკიდებელი მოსამართლეები განიხილავენ. მისი თქმით, ქართული მართლსამჯულების ნებისმიერი გადაწყვეტილება, მისდამი უნდობლობიდან გამომდინარე, სპეკულაციის საგანი გახდება.

იმდენად დაბალია ნდობა არა მარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც კლანური მართლმსაჯულების მიმართ, რომ ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება არის სპეკულაციის საგანი, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის დროებითი ნორმის შემოღება, რომლითაც უცხოელი მოსამართლეები, იქნება, ვთქვათ, სტრასბურგში გამოცდილების მქონე მოსამართლეები და ა.შ., განსჯიან ამ საკითხს და დაიხურება ეს საკითხი. მე ვფიქრობ, რომ იმ საქმეებზე, სადაც უკვე ბრალი დადგენილია, ის საქმეებიც ხელახლა უნდა იქნეს განხილული, – განაცხადა ვაშაძემ. 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, წინა პროცესისგან განსხვავებით,  მესამე პრეზიდენტს სასამართლო დარბაზში მიიყვანენ. 

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი უფრო მხნედ არის. მდგომარეობა მოსალოდნელზე ბევრად უკეთესია – სახელმწიფო კონსილიუმის შეფასება
შემდეგი სტატია,,ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ევროსასამართლოსგან მსგავს მოთხოვნას ელოდა” – ნინო ლომჯარია.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური