მხოლოდ შემიძლია მოვუწოდო, შეწყვიტოს ნებისმიერი საქმიანობა – ვიოლა ფონ კრამონი გერმანიის ელჩის მეუღლის შესახებ

0
274

,,ყოველგვარ პოლიტიკურ აზრსაა მოკლებული, როდესაც ამდენად პოლარიზებულ ქვეყანაში, გერმანიის ელჩის მეუღლე ანაზღაურებად საქმიანობას ეწევა უნივერსიტეტში, რომელიც დაფინანსების 99%-ს მმართველი პარტიის უკან მდგომი ოლიგარქისგან იღებს”. – ამბობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის ცოლის ევა მარია კნირშთან დაკავშირებით გამოცემა Bild-თან საუბრისას.

,,რასაკვირველია, ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს საქმე, მისი ქმრის პოლიტიკურ საქმიანობასთან მიმართებით. პირადად მე, ეს ძალიან პრობლემურად მიმაჩნია და მხოლოდ შემიძლია მოვუწოდო, შეწყვიტოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც სამთავრობო კონტრაქტებით მიღებულ შემოსავალს გულისხმობს.”

 

წინა სტატიაBILD: ცუდი ეჭვები გერმანიის ელჩის მიმართ
შემდეგი სტატიაცოცხალი ჯაჭვი ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური