მიხეილ სააკაშვილი უფრო მხნედ არის. მდგომარეობა მოსალოდნელზე ბევრად უკეთესია – სახელმწიფო კონსილიუმის შეფასება

0
298

მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს უფრო მხნედ, აქტიურია, იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით, – ამის შესახებ  აცხადებს სახელმწიფოს მიერ შექმნილი მედიკოსების კონსილიუმი, რომელმაც მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ მოინახულა.

,,, იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით, რასაც აწესებს ენდოკრინოლოგი და იყენებს დაავადებათა საერთაშორისო გაიდლაინი.  შეფასდა მისი ნევროლოგიური სტატუსი და მდგომარეობა მოსალოდნელზე ბევრად უკეთესია. რეგულარულად ხორციელდება ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე მისაღები მედიკამენტების პარალელურად კვებისა დოზირების კორექცია და ასევე მათი ჩამონათვალიც კორექტირდება. თავს გრძნობს უფრო მხნედ, აქტიურია, ფიზიკურად გაცილებით უფრო აქტიურია, – განაცხადა კონსილიუმის ექიმმა ნინო შარაშენიძემ.

მისი  თქმით,  დღეს სააკაშვილმა შიმშილობის შემდეგ პირველად სცადა გავლა. 

“ფიზიკურად გაცილებით უფრო აქტიურია. დღეს იყო პირველი მცდელობა მისი გატარების. კრიზისულ დღეებს რაც შეეხება, ეტაპობრივად, ყოველდღიურად უკეთესად გამოიყურება, ფიზიკურადაც და ლაბორატორიულადაც. ბევრად უკეთესია მისი კლინიკური მდგომარეობა”, – თქვა ნინო შარაშენიძემ. 

 

წინა სტატიათბილისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში  ახალგაზრდა კაცი შეიჭრა, თავდამსხმელი დაკავებულია
შემდეგი სტატიასწორი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეებს უცხოელი, დამოუკიდებელი მოსამართლეები განიხილავენ – გიორგი ვაშაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური