,,ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ევროსასამართლოსგან მსგავს მოთხოვნას ელოდა” – ნინო ლომჯარია.

0
305

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველი და მის მიერ შექმნილი ექსპერტთა კონსილიუმი მივიდა.

სახალხო დამცველმა მედიასთან განაცხადა, რომ მისი ვარაუდით,  ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ევროსასამართლოსგან მსგავს განაჩენს ელოდა.

,,არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა ვვარაუდობ, რომ მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძების გამოსაცემად – განაცხადა ლომჯარიამ. 

ომბუდსმენი ფიქრობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს, სასამართლო პროცესს, რომელიც 29 ნოემბერს არის ჩანიშნული, აუცილებლად  უნდა დაესწროს. 

,,თუ ჯანმრთელობა მისცემს საშუალებას, რა თქმა უნდა, უნდა დაესწროს. თუ ფიზიკურად ვერ მოხერხდა, დისტანციურად, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე შევაფასეთ პირველი სამი პროცესი, სადაც მას არ მიეცა არცერთი ფორმით დასწრების შესაძლებლობა როგორც მის მიმართ სამართლიანი და საჯარო სასამართლო უფლების დარღვევა, იმიტომ, რომ დადგენილი გარემოებები, რაც წარადგინმა იუსტციის სამინისტრომ და პენიტენიცურმა სამსახურმა, არ იყო სამართლებრივი გამართლება, რის გამოც სააკაშვილს უარი უთხრეს სასამართლო პროცესზე დასწრებაზე” – თქვა ლომჯარიამ. 

 

წინა სტატიასწორი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეებს უცხოელი, დამოუკიდებელი მოსამართლეები განიხილავენ – გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატია2003-ში საქართველომ უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი – ნიკა მელია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური