არ მიმაჩნია საერთოდ სერიოზულ ფიგურად – ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძეზე

0
257

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ აქამდეც ძალიან ბევრჯერ გამხდარა უშუალო და პირდაპირი თავდასხმის ობიექტი, მაგრამ ის, რაც ბოლოს მოხდა, მმართველი პარტიის მხრიდან მუქარა იყო სახალხო დამცველსა და მის აპარატზე. ამასთან, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მას ირაკლი კობახიძე სერიოზულ ფიგურად არ მიაჩნია. 

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. 

“მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის ექსპერტებს, ექიმებს მათი პროფესიული მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო. ეს უკვე ნამდვილად სხვა რეალობა იყო. თავიდან ამ ყველაფერს ცოტა არ შევხედე სერიოზულად, იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად. პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე [ირაკლი კობახიძე] არ მიმაჩნია საერთოდ სერიოზულ ფიგურად, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არცერთ ქვეყანასთან დასავლეთში. ეს დანამდვილებით ვიცი”, – განაცხადა სახალხო დამცველმა. 

წინა სტატიაცოცხალი ჯაჭვი ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე
შემდეგი სტატიათბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე გადაღებული ავარიული სახლის ფოტოები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური