2003-ში საქართველომ უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი – ნიკა მელია

0
214

,,2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი ქვეყანა დაადგა განვითარების გზას!- წერს ფეისბუქზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ვარდების რევოლუციის 18 წლისთავთან დაკავშირებით 

,,შესაძლებელი გახდა: საქართველო კორუფციის გარეშე; უმაღლესი განათლება ჩაწყობის გარეშე; განათებული ქვეყანა vs გრაფიკი; გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად; პატრული გაის ნაცვლად; დასავლეთი რუსეთის ნაცვლად; გაწვრთნილი ჯარი მშიერის ნაცვლად; წესრიგი კრიმინალის ნაცვლად; რეფორმები უძრაობის ნაცვლად; აღმშენებლობა აჭარაში ასლანის ნაცვლად; პერსპექტივა უიმედობის ნაცვლად! კიდევ ბევრი რამ!

ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდ ხანს არ დარჩება! საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და წავა წინ, ამისი ბოლომდე მჯერა!”

 

წინა სტატია,,ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ევროსასამართლოსგან მსგავს მოთხოვნას ელოდა” – ნინო ლომჯარია.
შემდეგი სტატიაBILD: ცუდი ეჭვები გერმანიის ელჩის მიმართ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური