პრეზიდენტი სააკაშვილი უკეთესად არის!

0
246

პრეზიდენტის ჯანმრთელობის  მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებულია – განაცხადეს რამდენიმე წუთის წინ მედიასთან სამთავრობო  კონსილიუმის წევრებმა  გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვის შემდეგ.

  მათივე თქმით, აქვს გარკვეული ჩივილები, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სრულიად სრულიად კონტროლირებადია.

“მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებულია, სტაბილურია. უტარდება აბსოლუტურად ადეკვატური თერაპია ძალიან მომზადებული და კარგი გუნდის. ჩვენ ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი და დავსახეთ ლაბორატორიული კვლევების შემდეგი სქემა, შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები”, — განაცხადა კონსილიუმის ექიმმა  ნინო შარაშენიძე.

მისივე თქმით, ამ პროცესში ჩართული იყო არამხოლოდ მათი კონსილიუმის გუნდი, არამედ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმები, პარალელურად კი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმიც. ,,სააკაშვილთან პარალელურად იყო ექიმი რესპუბლიკური საავადმყოფოდანაც , ნუტრიციოლოგი, გასტრო-ენტეროლოგი, ქალბატონი ინგა გვარლიანი.

“შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხვალინდელ დღესთან მიმართებაში როგორ უნდა მოვიქცეთ. ქალბატონმა ელენემ დასახა მკურნალობის კვებითი რეჟიმის ახალი ტაქტიკა, ბატონმა სანდრომ შეაფასა მისი ნევროლოგიური სტატუსი. აქვს გარკვეული ჩივილები, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია. ამ დროისათვის აქვს თავის ტკივილები და რაღაც გარკვეული პრობლემები, რომლებიც ნელ-ნელა მნიშვნელოვნად კორეგირდება. იღებს საკვებს სქემის მიხედვით”, — აღნიშნავს ექიმი.

ექიმთა კონსილიუმის კიდევ ერთი წარმომადგენელი სანდრო ცისკარიძე ამბობს, რომ პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი გუშინდელთან შედარებით პოზიტიური დინამიკა აღინიშნება, თუმცა გარკვეული ცვლილებები რჩება.

“იმედი გვაქვს, ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება. ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი, რომ შეგვიძლია მოდუნება და მშვიდად ყოფნა, ცხადია არა. ველოდებით, რომ მოხერხდება გართულებების თავიდან აცილება, თუმცა, ჯერჯერობით, სრულად ამისგან გარანტირებულები არ ვართ”, — აღნიშნა ცისკარიძემ

დაველოდოთ ექიმის პირადი ექიმის  კომენტარს, იგი მოგვიანებით გამოვა პრეზიდენტის პალატიდან და კომენტარებსაც გააკეთებს 

წინა სტატიამესამე პრეზიდენტის ანალიზების საბოლოო პასუხები უცნობია, კონსილიუმი მუშაობას აგრძელებს
შემდეგი სტატიაცოტას დავიტრაბახებ: მთელი ხალხი უკან დამდევდა, არავის ჩემი წასვლა არ უნდოდა – ივანიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური