“მივესალმები გუშინდელ მოვლენებს…”-ევროკავშირის ელჩის განცხადება

0
199

“მივესალმები გუშინდელ მოვლენებს”, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და მასთან დაკავშირებულ პროცესებს, კერძოდ, ელენე ხოშტარიასა და სხვა მოშიმშილეების მიერ შიმშილობის შეწყვეტას. 

ევროკავშირის ელჩის თქმით, ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო მკურნალობა და სათანადო სამართლებრივი პროცესი მთავარ საკითხებად რჩება.

“მივესალმები გუშინდელ მოვლენებს, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მოგვარებასა და ელენე ხოშტარიასა და სხვათა შიმშილობის შეწყვეტასთან. ვიმედოვნებ, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება შემდგომი წინსვლისთვის. ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო მკურნალობა და სათანადო სამართლებრივი პროცესი რჩება მთავარ საკვანძო საკითხად”,- წერს კარლ ჰარცელი Twitter-ზე.

წინა სტატიაგორის სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმები იკრიბებიან
შემდეგი სტატიამესამე პრეზიდენტის ანალიზების საბოლოო პასუხები უცნობია, კონსილიუმი მუშაობას აგრძელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური