მთავარისიახლეებიპოლიტიკასანამ არ დავინახავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია, არ დავიშლებით - ნიკა მელია

სანამ არ დავინახავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია, არ დავიშლებით – ნიკა მელია

Published on

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ შეკრებილები არ უნდა დაიშალონ მანამ, სანამ ფიზიკურად არ დაინახავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში ან მანამ, სანამ არ გვეცოდინება მიხეილ სააკაშვილის პასუხი. 

“ჩვენი არაძალადობრივი პროტესტის შედეგია ის, რომ ხელისუფლება წავიდა დათმობაზე, იმიტომ რომ მათ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ უნდოდათ – რომ სდომოდათ, გადაიყვანდნენ ისე, რომ აქამდე არ მივიდოდა საქმე. ეს ნაბიჯი არის ზუსტად იმის დასტური, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას უნდოდა ჩვენი ჩათრევა ძალადობრივ სცენარში, რაც არ გამოუვიდა”, – განაცხადა ნიკა მელიამ თბილისში, პარლამენტის წინ მიტინგზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან, მსვლელობით მივიდნენ. 

ნიკა მელიას განცხადებით, ახლა საჭიროა, დაველოდოთ თავად მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, შემდეგ კი შევასრულოთ ჩვენი პირობა. 

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სთავაზობენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას. 

გადავიყვანთ გორის სამხედრო ჰოსპიტალში – იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

სიახლეები

„ამერიკა დაბრუნდება“- დემოკრატების ლიდერი ჰაქიმ ჯეფრისი

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატების ლიდერმა, ჰაქიმ ჯეფრისმა, პალატაში პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას...

აშშ-ის არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს

2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, Newsmax-ი და სხვა წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სენატზე უმრავლესობის მოპოვება...

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...