მიზანმიმართულად გვიკლავენ პრეზიდენტს – დავით კირკიტაძე

0
244

ხალხო, ნუ უსმენთ ქართული ოცნების მოლაპარაკე თავებს. ესენი არაფერს არ წყვეტენ, არიან ბოროტი დამკვეთის ბოროტი გამხმოვანებლები- აცხადებს დავით კირკიტაძე, ენმ-ს დეპუტატი, რომელიც კოლეგებთან ერთად, უკვე მეექვსე დღეა პარლამენტის შენობაში, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს

ესენი მიზანმიმართულად გვიკლავენ პრეზიდენტს – ამბობს კირკიტაძე და მოსახლეობას დღეს, 3 საათზე, აქციაზე მისვლისკენ და აქტიური, არაძალადობრივი პროტესტისკენ მოუწოდებს:

“ესენი არ უსმენენ ექიმებს, არ უსმენენ სახალხო დამცველს, არ უსმენენ არავის. პაატა ბურჭულაძე ამდენი ხანია შიმშილობს, ელენე რა მდგომარეობაშია, ჩვენ მე-6 დღეა ვშიმშილობთ და ბაჩუკი ქარდავა საერთოდ მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. სწორედ ახლა არის დრო, ქართველმა ხალხმა გააგებინოს, შეაგნებინოს თავისი სიტყვა ხელისუფლებას.” ამბობს კირკიტაძე.

ოპოზიციის აქცია დღეს რესპუბლიკის მოედანზე 15 საათზე დაიწყება.

წინა სტატიასააკაშვილის კლინიკაში გადაყვანამდე ელენე ხოშტარია მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიამიიღეთ საჭირო ზომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად – სახელმწიფო ინსპექტორი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური