“თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე”, – ამის შესახებ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
„იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ დაზუსტებით, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღესვე გადაიყვანენ. როგორც გვარამიამ განმარტა, სააკაშვილის ტრანსპორტირება “მოგვიანებით” განხორციელდება, თუმცა კონკრეტულ დროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს.