მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯიშკარიანი: სააკაშვილის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია, დღესვე უნდა გადაიყვანონ კლინიკაში

ჯიშკარიანი: სააკაშვილის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია, დღესვე უნდა გადაიყვანონ კლინიკაში

Published on

ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი და ალტერნატიული კონსილიუმის წევრი მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში. 

როგორც ჯიშკარიანმა აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს უნდა ჩაუტარდეს სხვადასხვა სახის კვლევები, რის რესურსიც #18-ე პენიტენციურ დაწესებულებაში არ არსებობს. 

“სააკაშვილის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ არ ხორციელდება ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა. არის მხოლოდ მორიგე პერსონალი. მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ პაციენტის ეს მდგომარეობა მართული იყოს.

შესაბამისად აუცილებელია გადაყვანა. ჩვენს ექიმებს არ მიეცათ საშუალება რომ შეემოწმებინათ სააკაშვილი. მხოლოდ მე შევამოწმე და ენდოკრინოლოგმა. არის ცერებროორგანული დისფუნქცია. ამჟამადაც არის გამოხატული ამის ნიშნები. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში, საჭიროებს ისეთ მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს – როგორიც არის MRI, სამი ტესლა აპარატზე. აქ სიტუაციას ვერ ფლობენ ექიმები”, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...