სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე შევწყვეტთ შიმშილობას – მაია კალანდია

0
259

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში უსაფრთხოდ გადაყვანის შემდეგ, ზუგდიდის საკრებულოს 5 წევრი შიმშილობას შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის წევრი მაია კალანდია ავრცელებს.

როდესაც დაკმაყოფილდება, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის უსაფრთხო გადაყვანა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ზუგდიდელი მოშიმშილეები შევწყვეტთ შიმშილობას!

ვაგრძელებთ ბრძოლას, ივანიშვილის მძევლების, ჩვენი ქვეყნის და მიხეილ სააკაშვილის საბოლოო განთავისუფლებამდე! გმადლობთ, ყველას გულშემატკივრობოსთვის, თანადგომისთვის, თითოეული სიტყვისთვის!, – წერს მაია კალანდია Facebook-ზე.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიასთან და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს
შემდეგი სტატიასტრასბურგმა უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება პაციენტს – ნინო ლომჯარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური