შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენი პოზიცია მინისტრმაც გაიზიარა – ექიმი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ

0
213

“ძირითადად, იმაზე ვმსჯელობდით, რამდენად შეიძლება მესამე პრეზიდენტის მკურნალობის გაგრძელება იმ დაწესებულებაში, სადაც ის ახლა იმყოფება” – ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტროში დასრულდა მათი შეხვედრა ეკატერინე ტიკარაძესთან. 

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებიც სრულად იზიარებენ მათ პოზიციას და მათ ეს პოზიცია თავიანთ დასკვნაშიც ჰქონდათ ასახული. 

ამავე დროს, უკვე ცნობილია, რომ ომბუდსმენის განკარგულებით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრები გლდანის ციხის საავადმყოფოში შევლენ.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც იმყოფება. ის ა, წუთებშიც ჯანდაცვის მინისტრს ხვდება.

აქვე გეტყვით, დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა – მას სინკოპეს სინდრომის შედეგად გონება დაკარგა. 

წინა სტატიაგიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში დაიბარეს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე ეთანხმება ექსპერტთა მოსაზრებებს, მაგრამ არ აქვს პრეროგატივა, გადაწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური