სახალხო დამცველზე მუქარა, ყველანაირ ზღვარს სცილდება – თამარ კორძაია

0
261

 სახალხო დამცველზე მუქარა, ყველანაირ ზღვარს სცილდება – აცხადებს  ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია.

იგი ეხმაურება  ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თუ ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის “ფეიკ” მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი გახდება, შესაძლოა, ამას, როგორც სახალხო დამცველის, ასევე, კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობაც მოჰყვეს.

“ხელისუფლებას უპირისპირდება ყველა, იმიტომ, რომ ძალადობის წინააღმდეგ გამოდის ყველა და, რა თქმა უნდა, ისინი ამ პროცესში მზად არიან, ყველაფერი იკადრონ და იკისრონ. სახალხო დამცველზე მუქარა, რა თქმა უნდა, არის უკვე ყველანაირ ზღვარს გადაჭარბება. რადგან, ჯერ ერთი, იმუნიტეტი იცავს, მაგრამ ცალსახაა ერთი რამ, რომ ზღვარი აქვთ დაკარგული”, — თქვა კორძაიამ.

წინა სტატიაგიგი წერეთელი: სახალხო დამცველის მიმართვა დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართვასთან დაკავშირებით უპრეცედენტოა
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე მთლიანი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური