,,რაც მალე შეწყვეტთ პოლიტიკოსები ამ თემაზე საუბარს, მით უფრო კარგად იქნება დაცული პატიმრის ინტერესი”- თეა წულუკიანი

0
210

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ჯანმრთელობა სამედიცინო საკითხია და არა პოლიტიკური, ამიტომ “რაც უფრო მალე შეწყვეტენ პოლიტიკოსები სამედიცინო თემებზე საუბარს, მით მეტად იქნება პატიმრის ინტერესები დაცული”. აღნიშნული კომენტარი მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა:

“რაც უფრო მალე, ოპოზიცია იქნება ეს თუ ჩემნაირი პოლიტიკოსები, შევწყვეტთ საუბარს სამედიცინო თემებზე, მით უფრო კარგად იქნება დაცული ამა თუ იმ პატიმრის ინტერესი, ვინაიდან ჯანმრთელობა არის სამედიცინო საკითხი და არა პოლიტიკური, შესაბამისად, ყველა ის ექიმი, რომელიც არის ამა თუ იმ პატიმრის და ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული პატიმრის, როგორც პაციენტის მართვაში, შეიძლება თანხმდებოდეს, შეიძლება ვერ თანხმდებოდეს. ამისთვისაც არის სწორედ კონსილიუმი ან კონსილიუმები, თუკი შემდეგ კონსილიუმად ჩამოყალიბებულ ჯგუფებს შორის აღმოჩნდება განსხვავებები. 

მთავარია ექიმები, მედიკოსები ჩამოყალბიდნენ ერთ რომელიმე აზრთან დაკავშირებით და მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ყოველთვის პატიმრის, როგორც პაციენტის მართვაში ექიმების აზრს ვუწევდი ანგარიშსს და უფრო მეტიც, სახელმძღვანელოდ ვიღებდი, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც პენიტენციური სამსახურისთვის დარწმუნებული ვარ, ასე იქნება”, თქვა თეა წულუკიანმა.

წინა სტატიაგიორგი სააკაშვილი: „ოცნების“ მიდგომა ტყუილზეა აგებული, მადლობა მედიკოსების კონსილიუმს ობიექტური დასკვნისთვის
შემდეგი სტატიაპაატა შევარდნაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის, როგორც არჩეული პრეზიდენტის უფლებები დაცული უნდა იყოს.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური