მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკოლოზ ყიფშიძე: ,,განვიხილეთ რამდენიმე კლინიკა, სადაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა თუ ასეთი...

ნიკოლოზ ყიფშიძე: ,,განვიხილეთ რამდენიმე კლინიკა, სადაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა”

Published on

მიხეილ სააკაშვილი 17 ნოემბერს მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა. მას გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში შესვლის უფლებას 3 დღის განმავლობაში არ აძლევდნენ, დღეს კი, როგორც თავად თქვა, დაწესებულებიდან დაურეკეს და მისვლა სთხოვეს. 

ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი სუსტად არის. 

“შესამჩნევი სიყვითლე აქვს, გადაადგილდება მძიმედ. სუსტად არის. პაემნების ოთახში ვერ ჩამოვიდა. მე ავედი მასთან”. – ამბობს ექიმი. 

მისივე თქმით, განიხილავს რამდენიმე კლინიკას, სადაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ამასთან, ეს მხოლოდ მისი სურვილების სიაა, ვინაიდან გადაყვანაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

ვლაპრაკობდით გადაყვანაზე. მკითხა გორის საავადმყოფოზე. მე მივეცი რჩევა, რომ უარი თქვას, თუ ეს ვარიანტი განიხილება. ეს მშვენიერი ჰოსპიტალია, ძალიან კარგად იმუშავა 2008 წელს, ომის დროს. მაგრამ ის არ არის განკუთვნილი ამ ტიპის ავადმყოფისთვის. სიტყვამ მოიტანა, რომელიმე საავადმყოფოში გადაყვანაზე ლაპარაკი არ არის. რამდენიმე კლინიკაზე ვფიქრობ, სად შეიძლება მისი გადაყვანა. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი wish list-ია“. – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

იმისთვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია რთული პროცესია, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი. 

 

სიახლეები

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...