მიხელ სააკაშვილი მასთან შესულ სანდო ექიმებს დაპირდა, რომ აუცილებელი მედიკამენტების მიღებას დაიწყებს

0
236

გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნულ მედიკამენტებს იღებს, ხოლო მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე დაწესებულების ექიმ-თერაპევტმა, სანდრო მათეშვილმა განაცხადა.

“გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას. დღეისათვის პაციენტი აგრძელებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები, როგორიცაა პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის დონე – ნორმაშია”, – განაცხადა მათეშვილმა.

ექიმმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნულ დაწესებულებას მოშიმშილე პაციენტების ასევე მათი პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის მართვის გამოცდილება აქვს.

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. იმისთვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია რთული პროცესია, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.

წინა სტატიაომბუდსმენმა სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად მიმართა
შემდეგი სტატია,,ძალიან განვიცდი, რომ მთელი დღე მაგ მახინჯ ციხესთან, გარეთ გიხდებათ ყოფნა და იყინებით” – მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური