ხობში 12 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 40-წლამდე კაცი დააკავეს

0
217

ხობში 12 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 40-წლამდე კაცი დააკავეს. დანაშაულში ბრალდებული დ.ლ. პოლიციამ ბავშვის გამოკითხვის შემდეგ დააკავა. 

მოზარდის მამა ამბობს, რომ დანაშაული მათ სახლში მოხდა და  თავად შეესწრო.  მეზობელმა  მამაკაცმა რამდენიმე დღის წინ ბავშვის მამასთან ალკოჰოლი მიიღო და მათთან სახლში დარჩა.

,,მე თვითონ შევუსწარი – ტიტვლები იყვნენ ლოგინში, აღიარებს აბა რას იზამს ” – ამბობს ბავშვის მამა.

როგორც ირკვევა,  კაცი 1 წლის განმავლობაში ძალადობდა ბავშვზე. 

12 წლის ბიჭს ექსპერტიზა  ჩაუტარდა. ბავშვთან ფსიქოლოგები მუშაობენ. 

მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით არის აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

 

 

წინა სტატიასააკაშვილის ადვოკატი: შთაბეჭდილების ქვეშაა ომბუდსმენის ჯგუფის კეთილსინდისიერებით
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: სახალხო დამცველის მიმართვა დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართვასთან დაკავშირებით უპრეცედენტოა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური