ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე ეთანხმება ექსპერტთა მოსაზრებებს, მაგრამ არ აქვს პრეროგატივა, გადაწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხი

0
209

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან დასრულებულია. ექიმ გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს პრეროგატივა, გადაწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხი, მაგრამ როგორც მან  აღნიშნა, ტიკარაძე ექსპერტთა მოსაზრებებს ეთანხმება.

გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანა-გადმოყვანის თაობაზე, ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს, მაგრამ კარგი ის იყო, რომ ორთავე ჯგუფმა შეძლო არგუმენტი მოეყვანა და დაერწმუნებინა… ჯანდაცვის სამინისტროც იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს ალბათ სააკაშვილის გადაყვანა. 

ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე პოზიცია, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნეს მრავალპროფილურ კლინიკაში”- განაცხადა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ. 

წინა სტატიაშთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენი პოზიცია მინისტრმაც გაიზიარა – ექიმი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ
შემდეგი სტატიაციხიდან გამოსულმა რეანიმატოლოგმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური