ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაემუქრა

0
258

ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაემუქრა.

კობახიძემ ექსპერტების დასკვნას “ფეიკი” უწოდა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამას გაგრძელება მოჰყვება “საფთხეების” კუთხით, რაზეც ხელისუფლება საუბრობდა, შესაძლოა, როგორც ომბუდსმენის, ისე ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს.

“იმთავითვე “ფეიკია” ის, რაც გააკეთა ე.წ. კონსილიუმმა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როდესაც იდება ასეთი “ფეიკი” დასკვნა, მათ შორის სახალხო დამცველის და ექიმების მიერ, ასეთ შემთხვევაში ეს არის ერთი მორიგი “ფეიკი”, მაგრამ, თუ ამ “ფეიკს” მოჰყვა გაგრძელება, მაგალითად გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია, ამ შემთხვევაში, ეს მორიგი “ფეიკი” ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება, პირდაპირ პასუხისმგებლობაც მოჰყვეს მათ შორის ომბუდსმენის და მათ შორის კონკრეტული ექიმების”, – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

წინა სტატია,, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნამ ხელისუფლებას მანევრირების საშუალება აღარ დაუტოვა”
შემდეგი სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური