გიორგი სააკაშვილი: „ოცნების“ მიდგომა ტყუილზეა აგებული, მადლობა მედიკოსების კონსილიუმს ობიექტური დასკვნისთვის

0
208

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა  სახალხო დამცველს ალტერნატიული მედიკოსების კონსილიუმის შექმნისთვის მადლობას უხდის. გიორგი სააკაშვილი ექსპერტების დასკვნას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ეხება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებს. 

მადლობა ნინო ლომჯარიას, რომ ალტერნატიული შემოგვთავაზა კონსილიუმი. შესულები იყვნენ და ცალსახად ითქვა, რომ უნდა გადაყვანილი იქნას მულტიფუნქციურ კლინიკაში. ეს არის აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ფაქტი არის ერთი, რომ მიშა არის გადასარჩენი. მიშა სჭირდება ქართველ ხალხს ჯანმრთელი.

 „ქართული ოცნებაა“, ეგ არის მაგათი ხელწერა, ხელის გაშვერა, რომ სულ ვიღაც დამნაშავეა. პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, 49 დღე ნამდვილად არ არის ხუმრობა. ძალიან კარგად მახსოვს „ოცნება“ იძახდა, „დაველოდოთ 41-ე დღეს“, „არ შიმშილობს“, „იკვებება“, ხან რა კადრები გვაჩვენეს… ანუ ტყუილზე არის აგებული „ოცნების“ მიდგომა.

ხელისუფლება ყოველთვის იტყვის, რომ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მკურნალობა ჩაუტარდეს გლდანის ციხეში. რასაც ოჯახი რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით. გაჩნდა ნაპერწკალი, რომ თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან, რომ მოხდეს ზეწოლა და მიშას გადაყვანა კერძო კლინიკაში და ჯანმრთელობას მიეხედოს პირველ რიგში.

ესე არ უნდა ექცეოდნენ პრეზიდენტს, ესე არ უნდა მიათრევდნენ ციხეში, პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყნის სახეს,ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო ჩემი აზრით ამ კადრების გავრცელება”, – ამბობს გიორგი სააკაშვილი

 

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ეს უკვე ეჭვგარეშეა, – ამბობს გიორგი სააკაშვილი. 

წინა სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს [Video]
შემდეგი სტატია,,რაც მალე შეწყვეტთ პოლიტიკოსები ამ თემაზე საუბარს, მით უფრო კარგად იქნება დაცული პატიმრის ინტერესი”- თეა წულუკიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური