გიგი წერეთელი: სახალხო დამცველის მიმართვა დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართვასთან დაკავშირებით უპრეცედენტოა

0
185

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ამბობს, რომ  სახალხო დამცველის მიმართვა დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართვასთან დაკავშირებით უპრეცედენტოა. 

“სახალხო დამცველი ძალიან სერიოზულ, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელ ამ პროცესში, რაც ეხება საქართველოში პოლიტიკურ კრიზისსა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. განსაკუთრებით ბოლო აქტი, კომპეტენტური ექიმებით დაკომპლექტებული კონსილიუმის შექმნა და ახლა მეორე ნაბიჯიც, რაც ასევე არის უპრეცენდენტო, როდესაც მან მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, რომ მესამე მხარედ ჩაერთოს პროცესში, რაც უდავოდ იქნება ძალიან საინტერესო პრეცედენტიც და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროც, რათა სამართლიანი, ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს სასამართლოს”, – ამბობს წერეთელი. 

სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად მიმართა თხოვნით, მესამე მხარედ ჩართოს დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში. 

ნინო ლომჯარიას განმარტებით, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ საშუალება მიეცემათ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. 

სახალხო დამცველის თქმით, პირველი შემთხვევაა, როცა მათი აპარატი ECHR-ს მსგავსი თხოვნით მიმართავს.

 

.

წინა სტატიახობში 12 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 40-წლამდე კაცი დააკავეს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველზე მუქარა, ყველანაირ ზღვარს სცილდება – თამარ კორძაია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური