,, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნამ ხელისუფლებას მანევრირების საშუალება აღარ დაუტოვა”

0
199

,, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნამ ხელისუფლებას მანევრირების საშუალება აღარ დაუტოვა” –  ამბობს “საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველოს”  დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი.

,,ახლა უფრო საინტერესოა, რას იტყვის ამაზე ხელისუფლება, იმიტომ, რომ ამ საქმეს, რომელსაც თავიდანვე ნიშნები ჰქონდა და ბევრი აფასებდა იმას, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული ბატონი სააკაშვილის საავადმყოფოში არ გადაყვანასთანდაკავშირებით,

ახლა რას იტყვიან, იმიტომ, რომ ძალიან ცხადი და მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის დასკვნა, რომ იქ, სადაც ახლა არის,  სააკაშვილის ჯანმრთელობას შეიძლება, დაემუქროს საფრთხე და ეს საფრთხე აუცილებლად დაემუქრება. ახლა, ასე ვთქვათ, დიდი მანევრის ველი აღარ აქვს ხელისუფლებას და მალე უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, – თქვა გიორგი ონიანმა.

სახალხო დამცველის ექსპერტთა საგანგაშო დასკვნის შემდეგ გავლენიანი არასამათავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისა და მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ.

 

წინა სტატია .,,დიდი მადლობა ყველას! მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით!” – სანდრა რულოვსი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაემუქრა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური