აქცია ღარიბაშვილის სახლთან – პოლიციამ 4 სამოქალაქო აქტივისტი დააკავა

0
216

პოლიციამ აქციის 4 მონაწილე, რომელიც რომელიც ღარიბაშვილის სახლთან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, დააკავა.

დაკავებული არიან სამოქალაქო აქტივისტები : ავთანდილ სურმანიძე,  ხვიჩა ხვიჩია, ხათუნა ბერიძე და სიმონ მახარაძე.

მოქალაქეები მთავრობის მეთაურის საცხოვრებელთან მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოშიმშილე პრეზიდენტის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. 

პოლიციამ თავდაპირველად  აქტივისტებს გზის  სავალი ნაწილიდან გადასვლას სთხოვა. აქციის მონაწილეები დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას, თუმცა ამის მიუხედავად,  დაკავებები დაიწყეს ისე,  რომ სამართალდამცველებმა განმარტება არ გააკეთეს.

წინა სტატიარისთვის ამზადებენ გორის ჰოსპიტალს?
შემდეგი სტატიაგიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში დაიბარეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური