ზურაბიშვილი: სააკაშვილი რიგითი პატიმარი არაა, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა უფრო რთულია

0
208
,,ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს ეს, ან რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული.-თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობა, რომელიც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იქნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე უფრო რთულად განსახორციელებელია მრავალი შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია.
ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას შიმშილობისას, თუ არა ნაკლებ საშიშ ეტაპზე, ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ.
წინა სტატიასალომე ზურაბიშვილი: დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება! ჩემთვის მიხეილ სააკაშვილისადმი ასეთი მოპყრობა კატეგორიულად მიუღებელია
შემდეგი სტატია„ახალი“ – ლიბერთი ბანკის ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური