სალომე ზურაბიშვილი: დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება! ჩემთვის მიხეილ სააკაშვილისადმი ასეთი მოპყრობა კატეგორიულად მიუღებელია

0
220

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი კადრების გამოქვეყნების გამო ღია უკმაყოფილებას გამოთქვამს. მეტიც, ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ფაქტი კატეგორიულად მიუღებელია.

საუბარია, პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის გლდანის #18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი კადრების გამოქვეყნებაზე.

დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება! იმ კადრების გავრცელება, რომელიც ამ ღირსების და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისტის, კატეგორიულად მიუღებელია”- თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცული უნდა იყოს.

საზოგადოებას კარგად ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში, ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება, რამეში დაემსგავსოს წინამორბედს. ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი, შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წინა სტატიაპროკურატურის მთავარმა მოწმეებმა პირველი ჩვენებები შეცვალეს – ამჯერად ნიკა გვარამიას სასარგებლო ჩვენება მისცეს 
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: სააკაშვილი რიგითი პატიმარი არაა, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა უფრო რთულია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური