სახალხო დამცველის ჯგუფის ექიმები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის მკურნალობა გლდანის ციხეში არ შეიძლება. მათი დასკვნა ხვალ საღამოს, საგანგებო ბრიფინგზე გახდება ცნობილი

0
212

სახალხო დამცველმა  ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მიერ მიერ შექმნილ მულტიპროფილურ ​ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ციხე დატოვა.

როგორც ნინო ლომჯარიამ პენიტენციური დაწესებულების მედიასთან განაცხადა, ექიმებმა გასინჯეს მიხეილ სააკაშვილი და დაათვალიერეს ციხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა.

შესაბამისი დასკვნა კი უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

„შევედით, ექიმებს საშუალება მიეცათ, რომ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი გაესინჯათ. ასევე დაათვალიერეს ციხის სამედიცინო ინსფრასტრუქტურა. შეხვდნენ ექიმებს, გაესაუბრნენ. შეაფასეს არსებული სამედიცინო მდგომარეობა და ასე ვთქვათ, მოგვეცა სრულყოფილად შესწავლის საშუალება.

კონკრეტულად სამედიცინო კონკრეტულად სამედიცინო შეფასებებს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთებენ თავად ჯგუფის წევრები.

უახლოეს პერიოდში, ვეცდებით, რომ ხვალ იყოს წერილობითი დასკვნა, თუმცა პირველად შეფასებებს ისინი თავად გაგაცნობენ. რა კითხვებიც ჰქონდათ ექსპერტებს, დაისვა და მიიღეს პასუხები“ – განაცხადა  ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ჯგუფის ექიმები მიიჩნევენ რომ სააკაშვილის მკურნალობა გლდანის ციხეში არ შეიძლება!

ციხესთან შეკრებილ ჟურნალისტებს ცალკეულმა ექიმებმა უთხრეს, რომ მიშას მდგომარეობა მძიმეა,ანალიზებში არის ცვლილებები რომელიც ინტენსიურ თერაპიას საჭიროებს.მედპერსონალი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოუყვანიათ

 

წინა სტატია,,ბატონო პრეზიდენტო, შენ უნდა მოიარო მსოფლიო ამ პიჯაკებით და ისევ გააცნო ”- საქართველო მსოფლიოს” – პაატა ბურჭულაძემ მიხეილ სააკაშვილის პიჯაკი მოირგო
შემდეგი სტატია,,N18 დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არაა” – ექსპერტთა ჯგუფის წევრი გიორგი გრიგოლია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური