მთავარიUncategorized,,N18 დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არაა'' - ექსპერტთა ჯგუფის წევრი გიორგი...

,,N18 დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არაა” – ექსპერტთა ჯგუფის წევრი გიორგი გრიგოლია

Published on

პირველივე  ექიმმა, რომელმაც კომენტარი მისცა ,N18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ  განაცხადა, რომ არაა მიზანშეწონილი სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და დაწესებულების მიზანშეწონილობაზე ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, გიორგი გრიგოლიამ მედიას განუცხადა:

“ჩვენ ვინაიდან ბევრნი ვიყავით, ყველა თავის საქმეს ასრულებდა. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ახლოა იმასთან, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდეს, იმიტომ, რომ მის ანალიზებში არის უკვე ისეთი ცვლილებები, რომელიც უკვე საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და ინტენსიურ მკურნალობას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ის არის შექმნილი 2 კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, არის აღჭურვილი.

სტაფი არის გადმოყვანილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან. იქ არის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მორიგე ექიმი ყოველდღე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს თერაპევტებს, რადგან ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ დადგა მეტაბოლური ცვლილებები, რომელსაც სჭირდება სწორი კვება.

“ხვალ რომ გამოაცხადოს ბატონმა მიხეილმა, რომ დავამთავრე შიმშილობა და ჭამა დაიწყოს, ასე არ შეიძლება, უცბად. ამას სჭირდება კონტროლი და ამას სჭირდება მულტიპროფილური სპეციალისტები, რისი საჭიროებაც აქ არ არის. ეს არის ჩემი წინასწარი დასკვნა”.  – ამბობს გიორგი გრიგოლია.

მისი განმარტებით, ექსპრეზიდენტი დამოუკიდებლად და ერთბაშად ვერ შეძლებს ჭამის დაწყებას და მას ამ პროცესში მულტიპროფილური სამედიცინო ჯგუფის ზედამხედველობა სჭირდება. უარყოფითი არის ის, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ საავადმყოფოს არ აქვს, რადგან ასეთი რამ არ ყოფილა და ისეთი პაციენტი, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციას, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია.

საბოლოო დასკვნაზე ჩვენ შევჯერდებით, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ N18 დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი”. – თქვა გიორგი გრიგოლიამ.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...