მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ხაზარაძე: კუჭავას სააკაშვილის გადაყვანა ვთხოვეთ, გორის ჰოსპიტალი თვითონ ახსენა

მამუკა ხაზარაძე: კუჭავას სააკაშვილის გადაყვანა ვთხოვეთ, გორის ჰოსპიტალი თვითონ ახსენა

Published on

პარტია „ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის იდეა არა ოპოზიციას, არამედ პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. ასე გამოეხმაურა ის კახა კუჭავას განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ მას სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადასაყვანად შუამდგომლობა სთხოვა.

მამუკა ხაზარაძემ „TV პირველის” ეთერში თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან (ელენე ხოშტარიასთან, ზურაბ ჯაფარიძესთან და ნიკა მელიასთან) კონსულტაციების გავლის შემდეგ.

„საინტერესო ის არის, რომ ბატონი კუჭავა ამ ამბავს იხსენებს დღეს და ჩვენი შეხვედრა იყო 8 რიცხვში. ჩვენ კოალიციასთან შეთანხმებით მივედით, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ იყო რუსთავის ციხეში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ვთხოვეთ, კუჭავას, როგორც სპიკერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, პრაქტიკულად მეორე პირს ამ ქვეყანაში, ვუთხარით, რომ მას გაეკეთებინა შეხვედრის ორგანიზება, რომ ოპოზიციური კოალიცია და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შევხვედრილიყავით და ის მარაზმი, რაც დღეს ხდება, აგვეცილებინა თავიდან. ეს ხმამაღლა ვთქვი, როდესაც შეხვედრიდან გამოვედი“, – თქვა ხაზარაძემ

რაც შეეხება გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის საკითხს, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კუჭავამ თავად ახსენა გორი.

„გორი თვითონ ახსენა: „გორიც შეიძლება, ამ სიაში იყოსო?“ ჩვენთვის გორიც მისაღები იქნებოდა და სხვა კლინიკაც, მთავარია, მას [სააკაშვილს] ციხეში არაფერი დამართოდა.

რა მოხდა რეალურად? რადგან თავად გახსნა ეს თემა უნდა ვთქვა,  მან [კახა კუჭავამ]გვითხრა , რომ მე ამხელა გავლენა არ მაქვს და  ალბათ გაჭირდება ამის ორგანიზება, რაც პრაქტიკულად დადასტურდა. ჩვენ, რომ გვხვდებოდა, ამ დროს თურმე სპეცოპერაცია მზადდებოდა.

2 საათში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს გლდანში. ან საქმის კურსში არ არის ეს სპიკერი, მე ასე მგონია, რომ საერთოდ არავინ არაფერს ეკითხება და მეორე შემთხვევაში, მას არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლო, რომ ეს შეხვედრა ჩანიშნულიყო.

შედეგად მივიღეთ ის დაძაბულობა და პოლარიზაცია, რაც მივიღეთ და რომელიც აწყობს „ქართულ ოცნებას“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...