ხელისუფლება ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექიმთა ჯგუფის დასკვნის უგულებელსაყოფად ემზადება

0
167

ხელისუფლება ობუდსმენის ეგიდით შექმნილი ექიმთა ჯგუფის დასკვნის უგულვებელსაყოფად ემზადება. დასკვნა საჯარო გახდება  ბრიფინგზე, რომელიც მოკლე ხანში გაიმართება.  

“ქართული ოცნების”თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოს სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესასწავლად ექიმთა ჯგუფი პოლიტიკურად მიკერძოებული ექიმებით დააკომპლექტდა. კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიმართ გუნდში ნდობა არ აქვთ.

“თქვენ იცით, როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ, ეს იცით. ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. თითქმის ყველა წევრი ამ ჯგუფის არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება მათი მხრიდან არაერთი საჯარო განცხადებით. ამ ნაბიჯის უკან პოლიტიკური ინტერესი ნათლად იკვეთება, რაც არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი ლომჯარიას მხრიდან”, – თქვა კობახიძემ.

თავის მხრივ, პენიტენციური სამსახური ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებაში არსებობს ყველა რესურსი, სათანადო ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და სერტიფიცირებული, კვალიფიციური პერსონალი, რათა მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა მოხდეს.

 

წინა სტატიამოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ძველი საკრებულოს პირობებში – მიხეილ დაუშვილი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ამირან გამყრელიძეს და დავით სერგეენკოს პოზიციის დაფიქსირებისათვის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური