,,მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილის შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს მე მგონი მინიმუმ 6 წელი სადაც იჯდება”— განაცხადა დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ამრიგად, ქართული ოცნება ისევ აცხადებს, რომ ხელისუფლება ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, რადგან გადაყვანა უსაფრთხოების სერიოზულ რისკებს შეიცავს.
მისივე თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა ახირებული მოთხოვნაა, ერთადერთი კლინიკა, რომელსაც მოშიმშილეების მკურნალობის გამოცდილება აქვს, გლდანის ციხის საავადმყოფოა.
“რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ უწყებები, სამსახურები, სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ რისკის ქვეშ დაყენება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის არის სერიოზული დილემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ერთი რომ, არ არსებობს ამის საჭიროება და მეორე, უსაფრთხოების რისკები არის ძალიან სერიოზული”, “მოვუწოდებ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს, პრაქტიკულად მიწევს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების გამეორება, რომელსაც ის არ ასრულებს უკვე კვირაზე მეტია, თუ არ ვცდები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მას, რომ შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს მე მგონი მინიმუმ 6 წელი სადაც იჯდება”, — განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.— განაცხადა კობახიძემ.