დავით სერეგეენკო: სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის რეკომენდაციები სასარგებლო და გასათვალისწინებელი იქნება

0
216

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერეგეენკო თვლის, რომ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის რეკომენდაციები სასარგებლო და გასათვალისწინებელი იქნება. მისი თქმით, აუცილებლობის  შემთხვევაში  მიხეილ სააკაშვილი ისეთ ადგილას  უნდა მოათავსონ, სადაც მისთვის საჭირო პირობები უზრუნველყოფილი იქნება.

ვვარაუდობ, რომ მათი დასკვნა იქნება გამოსადეგი და სასარგებლო თვითონ სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ექიმებისთვის, რათა თუკი რაიმე გამოსასწორებელი არის, გამოსწორდეს და უკეთესი სერვისი გვქონდეს. თუკი რაიმეს გამოსწორება ადგილზეა შესაძლებელია, გამოსწორდეს ადგილზე, თუკი შეუძლებელია ამის გაკეთება ადგილზე, მაშინ იზრუნონ იმ პირობებზე, სადაც ეს იქნება. მხოლოდ ექიმებმა უნდა გააკეთონ ეს, პოლიტიკოსებმა – არა, – თქვა სერგეენკომ

წინა სტატია,,მოთვინიერება” – სალომე ჯაშის ფილმის ჩვენება ზუგდიდში
შემდეგი სტატიაქართული ოცნების ლიდერებმა პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური