72 გარდაცვლილი და 4 732 ახალი შემთხვევა – 17 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

0
246

საქართველოში კორონავირუსის 4 732 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 72 ადამიანი, 4 812 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 707 კვლევა, აქედან 31 426 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 19 281 ​PCR-ით. 16 ნოემბერს აიცრა 8 233 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,33%-ია, ბოლო 14 დღის – 9,77%-ია, 7 დღის – 9,11%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

თბილისი – 1 884 შემთხვევა;
აჭარა – 136;
იმერეთი – 878;
ქვემო ქართლი – 295;
შიდა ქართლი – 425;
გურია – 110;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 408;
კახეთი – 285;
მცხეთა-მთიანეთი – 112;
სამცხე-ჯავახეთი – 158;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 52 613 აქტიური შემთხვევაა. 6 614 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 584, აჭარაში – 569, იმერეთში – 1 370. მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში – 642, აჭარაში – 128, იმერეთში – 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში – 214, აჭარაში – 36, იმერეთში – 33.

1 175 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 – თბილისში, 239 – აჭარაში. 44 824 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.​ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 44 375 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 795 847 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 731 996 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 212 კი გარდაიცვალა.

წინა სტატიამოშიმშილეებმა ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ლეიბები შეიტანეს [Video]
შემდეგი სტატია,,მოთვინიერება” – სალომე ჯაშის ფილმის ჩვენება ზუგდიდში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური