წილი ნაყარია. ნიკა გვარამია მდინარაძეს შეახსენებს, რომ წამებაში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობა კონვენციური დანაშაულია

0
290

მიხეილ სააკაშვილი უკვე 46-ე დღეა შიმშილობს. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.

“ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ ვერც ერთმა ადამიანმა, ჯერჯერობით, ვერ გასცა  პასუხი  კითხვაზე, რა სამედიცინო სერვისის გაწევის საჭიროება არსებობს დღეს, რის გამოც, ის უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში.

 გვესმოდა განცხადებები, გადაიყვანეთ საავადმყოფოში – საავადმყოფოშია, გვესმის მოწოდებები, რომ გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში – ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში.

ისე ხმოვანდება ოპოზიციის ფეიკ მესიჯები თითქოს, ის არაა საავადმყოფოში, ამ დროს საავადმყოფოშია, თუ იმ საავადმყოფოში არ არის რაღაც სამედიცინო სერვისის გაწევის საშუალება, რა სერვისია.

მაგრამ თუ იმ საავადმყოფოში არ არის რაღაც სამედიცინო სერვისის გაწევის საშუალება, რა სერვისია, შეგიძლიათ, მითხრათ? რა სამედიცინო სერვისის საჭიროებაა, რაც არ ეწევა დღეს პატიმარ სააკაშვილს? კატე სჭირდება? სჭირდება? ჯერ ერთი, არის, მულტიფუნქციური კლინიკაა. მეორე, “შესაძლოა, დასჭირდეს”, თქვენ რასაც ბრძანებთ, შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს რაღაც დასჭირდეს და ამაზე პასუხისმგებლობას ყოველთვის იღებს მკურნალი ექიმი ან ორგანო. დღეს რა სჭირდება?

სახელმწიფო მზადაა, რომ ამ პერიოდშიც, პატიმრის ნებისმიერი საჭიროება დააკმაყოფილოს სამედიცინო თვალსაზრისით და იღებს მკურნალობაზე პასუხისმგებლობას. ყველას ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მოშიმშილის უფლებაა, იშიმშილოს, ასევე, მის პასუხისმგებლობაზეა ამ ყველაფრის შედეგები და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, გაუწიოს სათანადო სამედიცინო სერვისი. თუ სწორად დავალაგებთ ამას, ფაქტების მიხედვით, ყველაფერი თავის ადგილზე იქნება.კონსილიუმი  კი საჭირო გახდა იმიტომ, რომ ის იყო ციხის ისეთ დაწესებულებაში, რომელიც არ არის სამედიცინო დაწესებულება. დღეს ის არის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში” – განაცხადა მდინარაძემ  ბრიფინგზე. 

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, ნიკა გვარამიას შეფასებით, მდინარაძემ დღევანდელი განცხადებით კონსილიუმი გააუქმა – ეგ რუსთავში იყო საჭირო, ახლა საჭირო აღარააო .

ახლა რასაც ვხედავთ, კონვენციური დანაშაულში – წამებაში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობაა. ასევე, სიცოცხლის განზრახ მოსპობაში. პირველზე ამნისტია ვერ გავრცელდება. მეორეზე – არ უნდა გავრცელდეს.

წილი ნაყარია.” – წერს ნიკა გვარამია

 

 

 

 

წინა სტატიაბათუმში  საცხოვრებელი კორპუსის კედლის ნაწილი ჩამოინგრა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის
შემდეგი სტატია,,გვეშინოდეს ღმერთის!”- მეუფე იოსები ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას სთხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური