საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დღეს გაიმართება

0
266

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

პროკურატურამ ბრალდების შესახებ დადგენილება 20 ოქტომბერს გამოიტანა, თუმცა სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ გამართულა.

თავად ბრალდებული ამჯერადაც მზაობას გამოთქვამს, დაესწროს სასამართლო პროცესს, თუმცა მისი უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ პენიტენციური სამსახური პროცესზე დასწრების უფლებას მესამე პრეზიდენტს არც ამჯერად მისცემს. მათი თქმით, მიზეზი ისაა, რომ “ქართული ოცნებას” მიხეილ სააკაშვილის საჯაროდ გამოჩენის ეშინია.

“ყველაზე მთავარი კითხვა, რაც დგას ამ პროცესთან დაკავშირებით არი ის, მოიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე. ამ კითხვაზე პასუხი დაცვის მხარისთვის ცნობილია და ეს არის უარყოფით იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ბოლო რამდენიმე პროცესზე დაგვიგროვდა. ცხადია, ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის პროცესზე გამოცხადების. იტყვიან, რომ უსაფრთხოების მოტივით არ მოჰყავთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი საფუძველი იმისთვის, რომ პენიტენციურმა არ მოიყვანოს პირი სასამართლო პროცესზე, უბრალოდ არ არსებობს კანონში”, – თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 47-ე დღეა შიმშილობს. პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმები ამბობენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში.

წინა სტატიააქტივისტები დღეს 14:00 საათზე, სამ ლოკაციაზე შეიკრიბებიან
შემდეგი სტატიაგლდანის ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალდებულება არ გვაქვს – ბრეგაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური