მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ციხეში კვლავ არ შეუშვეს

0
255

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კვლავ არ შეუშვეს. ნიკოლოზ ყიფშიძე ციხესთან რამდენიმე საათი იცდიდა, როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, უარის მიზეზი მისთვის უცნობია.

“5 წუთის წინ შემატყობინეს, რომ დღეს ჩემი შესვლა არ მოხდება, მობრძანდით ხვალო. მიზეზს არ მეუბნებიან…თინა [ბიკუჩავა] იყო შესული არ უშვებდნენ გარეთ, მე არ მიშვებდნენ შიგნით…ახლა მითხრეს, რომ ახლა აღარ იქნება შესვლა”,-თქვა ნიკოლოზ ყიფშიძე.

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, თინა ბოკუჩავა. ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლისას ის დიდხანს დააყოვნეს და უკან არ უშვებდნენ. ის ვარაუდობს, რომ დიდხანს სწორედ იმიტომ დააყოვნეს, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილთან არ შეეშვათ.

“როგორც ჩანს, მე იმიტომ არ მიშვებდნენ, რომ ეს საბაბად გამოეყენებინათ იმისთვის, რომ ბატონი ნიკა არ შემოეშვათ. მე ამდენი ხნის განმავლობაში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე კი არ ვიყავი”,-თქვა თინა ბოკუჩავამ.

წინა სტატია,,გვეშინოდეს ღმერთის!”- მეუფე იოსები ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას სთხოვს
შემდეგი სტატიაუკრაინის სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური