აქტივისტები დღეს 14:00 საათზე, სამ ლოკაციაზე შეიკრიბებიან

0
247

აქციები გრძელდება – ოპოზიციის ლიდერები, მათი მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები პროტესტს დღეს დედაქალაქის ქუჩებში ავტოკოლონების მსვლელობით გამოხატავენ.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, აქტივისტები დღეს 14:00 საათზე, სამ ლოკაციაზე შეიკრიბებიან. მისივე თქმით, ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ არ ჩამოინგრევა რუსული რეჟიმი “ქართული ოცნების” სახელით.

“გაიმართება აქცია-მსვლელობა ავტო-კოლონებით. შეკრების ადგილი იქნება სამი – 14:00 საათზე, შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, აღმაშენებლის ხეივანსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან კახეთის გზატკეცილზე, რათა ევროკავშირის და საქართველოს დროშებით ხმამაღლა გავაპროტესტოთ, სიგნალებით რუსული რეჟიმი და მისი არაადამიანური სახე”, – თქვა ნიკა მელიამ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა

წინა სტატიამსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე საქართველოშია და შიმშილობას იწყებს
შემდეგი სტატიასაზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დღეს გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური