მე ექიმი ვარ და როცა ჰიპოკრატეს ფიცს ვდებთ, პაციენტს არ ვასხვავებთ – ამირან გამყრელიძე

0
263

,,მე საკმაოდ კარგად ვიცნობ საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ჩვენ ერთად მოგვიწია მუშაობა პარლამენტში 90-იანი წლების ბოლოს,  — განაცხადა ამირან გამყრელიძემ  საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.-  ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან, კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ მის მამასთან, ბატონ ნიკასთან. ერთად საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით მაშინდელ სამედიცინო ინსტიტუტში და შემდეგ ბატონი ნიკა მუშაობდა სამინისტროში მაშინ, როცა მე მაღალი თანამდებობები მეკავა. ასევე, დაგიდასტურებთ, რომ საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს მის დედასთან, ქალბატონ გიულისთან. […] ბატონი მიხეილის  მეუღლესთან ქალბატონ სანდრასთან.

მიხეილ სააკაშვილის  ბებია იყო ჩემი მასწავლებელი, მასწავლიდა ჰისტოლოგიას, ძალიან კარგი ქალბატონი ქალბატონი ნათელა წუწუნავა. ასევე, მისი მეორე ბებია ქალბატონი მზია წერეთელი, რომელთანაც მე ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა მქონდა და მისი ძმებიც. –  განაცხადა მან.

ამირან გამყრელიძე მოუწოდებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ,,მე, როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა დღევანდელი თანამდებობის პირი, მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია. ანუ იქ ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები”.

“მე ექიმი ვარ და როცა ჰიპოკრატეს ფიცს ვდებთ, პაციენტს არ ვასხვავებთ, იქნება ეს უმაღლესი თუ დაბალი თანამდებობის, არ ვასხვავებთ რასობრივი, სქესობრივი და ასე შემდეგ ნიშნებით. პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება”, — განაცხადა მან.

მან მოუწოდა პოლიტიკოსებს და მედიას, გვერდით გადადონ პოლიტიკური საკითხები და კონცენტრირდნენ ჯანდაცვაზე.

მისივე თქმით, ენდობა ორივე კონსილიუმს, როგორც პირველს, ასევე გაფართოებულს, ალტერნატიულს, ამიტომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ექიმების გაფართოებული კონსილიუმი უნდა შეიკრიბოს, რომელშიც ამ დრომდე შექმნილი ორივე კონსილიუმის წარმომადგენლები იქნებიან.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც გაფართოებული კონსილიუმი შესაბამის დასკვნას დადებს, “კეთილი უნდა ინებოს ყველამ” და ექიმების რეკომენდაციები აღასრულოს

 ჟურნალისტებმა მას უთხრეს, რომ კონსილიუმი ექსპრეზიდენტთან შესვლას ვერ ახერხებს და არ აქვს ინფორმაცია მის ახლანდელ მდგომარეობაზე, შესაბამისად, ვერც რეკომენდაციებს გასცემს, რაზეც მან განაცხადა, რომ არსებობს პაციენტის უფლებების კანონი.

პაციენტის უფლება არის ერთ-ერთი ყველაზე უზენაესი და მას უნდა უტარდებოდეს ყველა ტიპის საჭირო სამედიცინო დახმარება.

ამავე დროს მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც გააუქმა სიკვდილით დასჯა. ამიტომ გამომდინარე ყველაფრისგან, რაც მე ჩამოგითვალეთ, ტყუილად არ ვთქვი.

მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს. ექსპრეზიდენტი, ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა. 

 

წინა სტატიაკონსილიუმი რუსთავის ციხეში იყო საჭირო, გლდანში კი აღარ არის – თამარ გაბუნია
შემდეგი სტატიაომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური