ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

0
235

ზუგდიდის საკრებულოს შენობაში, საკრებულოს 4-მა წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან  და ექიმმა მალხაზ ჯალაღონიამ  შიმშილობა დაიწყო.  მაია კალანდია, დაკო არქანია, მალხაზ ჯალაღონია, ირაკლი სორდია და  ხათუნა შამუგია  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას  მოითხოვენ. 

აქციის მონაწილეთა თქმით, თუ  ეს მოთხოვნა სამ დღეში არ შესრულდება, უკვე გადაინაცვლებენ გუბერნიის წინ, რის შემდეგაც ჩაკეტავენ როგორც გუბერნიის შესასვლელს, ასევე გასასვლელებსაც.

“შიმშილობა საკრებულოს შენობაში დაიწყეს, და თუ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა, ხვალ და ზეგ მოშიმშილეთა  რაოდენობა გაიზრდება,  მათ სხვა   მოქალაქეებიც შეუერთდებიან  ” – ამბობს პარლამენტის წევრი, ენმ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ანი წითლიძე.

წინა სტატიარუსთავის ახლადარჩეული საკრებულოს ექვსმა წევრმა შიმშილობა დაიწყო
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქცია-მსვლელობის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის სასახლეს მიადგნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური