უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მკაცრი პოზიცია დააფიქსირა და საქართველოს მთავრობას შესაბამისი ნოტაც გაუგზავნა

0
403

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი  თბილისში, უკრაინის სახალხო დამცველის რიგით მეორე ვიზიტს ეხმაურება და იმედი გამოთქვამს, რომ ლუდმილა დენისოვას მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მიეცემა.

“უკრაინის სახალხო დამცველის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. თითქმის ერთი კვირაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ვერ ვახერხებთ. იმედი მაქვს რომ უკრაინის ომბუდსმენს მასთან შეხვედრის უფლებას მისცემენ და ყველა დეტალს გავიგებთ.

როგორც ვიცით საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების რაოდენობას სისტემატურად ამცირებს. მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან გვაქვს საქმე, რაც მიუღებელია.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტს,  ეს ადამიანის წამებაა, რაზეც შესაბამისი პასუხი გვექნება. ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ ევროკავშირს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს და წამების საწინააღმდეგო კომიტეტს. ის რაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ხდება კატეგორიულად მიუღებელია, ამაზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მკაცრი პოზიცია დააფიქსირა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი ნოტაც გააგზავნინა” – ამბობს ევგენი გრუშოვეცი ​

წინა სტატიაუკრაინა განგაშის ზარებს არისხებს: ის, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში ხდება, წამებაა. ძალიან ვნერვიულობთ
შემდეგი სტატიადღეს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოში განვითარებული მოვლენებსა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმსჯელებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური