მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინა განგაშის ზარებს არისხებს: ის, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში ხდება,...

უკრაინა განგაშის ზარებს არისხებს: ის, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში ხდება, წამებაა. ძალიან ვნერვიულობთ

Published on

უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოშია. ლუდმილა დენისოვა თბილისში სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, მან ყველა საჭირო დოკუმენტი გაგზავნა შესაბამის სამსახურებში და  ელოდება იუსტიციის სამინისტროსგან ნებართვას, რომ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.

ლუდმილა დენისოვა აღნიშნავს, რომ ის, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში ხდება, წამებაა:

,,მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საჭირო ყველა განცხადება იუსტიციის მინისტრს უკვე გავუგზავნეთ. პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს. მიხეილ სააკაშვილის შესხებ მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ადამიანის უფლებები დამცველ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მყისიერად ვუგზავნით.

იმედი მაქვს რომ დღეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მოლაპარაკებებს გამართვას შევძლებ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისაგან და ექიმებისგან მისი ჯანმრთელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მივიღო. ძალიან ვნერვიულობთ რომ უკრაინის მოქალაქე ამ მდგომარეობაში იმყოფება. დღეს შიმშილობის 46-ე დღეა და მნიშვნელოვანია რომ მიხეილ სააკაშვილი შესაფერის, მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული ქმედებები თავისუფლად შეგვიძლია წამებად შევაფასოთ.

უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია უცვლელია და მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასა და მის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს.” ამბობს ლუდმილა დენისოვა

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...