შეაყარე კედელს … (ანუ თალაკვაძეს) ცერცვი

0
245

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მან არ იცის, რა სამედიცინო ჩარევა სჭირდება ექსპრეზიდენტს ისეთი, რომ ერთი კლინიკიდან სხვაში გადაიყვანონ. თალაკვაძის მტკიცებით, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულება მაღალპროფილურია და მას, როგორც მოქალაქეს კონსილიუმთან კითხვები აქვს.

“არ შეიძლება კონსილიუმს კითხვები დავუსვათ მოქალაქეებმა? ჩვენც გვაქვს კითხვები, თუ რეკომენდაცია გასცეს, გვითხრან კონკრეტულად, რა მაღალტექნოლოგიური ჩარევა სჭირდება დღეს მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ ის ერთი მულტიპროფილური კლინიკიდან უნდა გადავიყვანოთ სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში. მე არ მაქვს ამაზე პასუხი, როგორც პარლამენტარს და როგორც საზოგადოების წევრს”, — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

თალაკვაძე ამბობს, რომ სახალხო კონსილიუმის რეკომენდაციები ბუნდოვანია და ის მანიპულაციის საგანია. მისივე აზრით, სააკაშვილი და მისი ადვოკატები ექიმებს სამედიცინო ინფორმაციის გამჭირვალედ გახმოვანების უფლებას არ აძლევენ.

“ყველამ ვიცით ოფიციალური წყაროებიდან და ეს ინფორმაცია არის უკვე დამაჯერებელი, იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის ავბედითი პროგნოზების ფონზე სრულიად საპირისპირო დაინახა საზოგადოებამ, რომ სააკაშვილის ძირითადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ანუ ძირითადი მონაცემები არის წესრიგში” — თქვა მან.

წინა სტატიაკუჭავამ რომ შიშველმაც ირბინოს რუსთაველზე, არანაირი ეფექტი არ ექნება – გიგი უგულავა
შემდეგი სტატია“3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან… აქციის შემყურეს ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ” – მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური