საპატრიარქოში მიტროპოლიტ ნიკოლოზს ახლა შეფარვით უტევენ

0
255

პატრიარქთან შეუთანხმებლად არცერთი განცხადება არ კეთდება – აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.

მისი თქმით, “ერთი რამ უნდა ითქვას აუცილებლად, რომ, როდესაც საპატრიარქო აკეთებს განცხადებას, არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ეს განცხადება არის რაღაც ჯგუფის პატრიარქთან შეუთანხმებელი აზრი. საპატრიარქო, ადმინისტრაცია ეხმარება პატრიარქს ადმინისტრირებაში, საქმის წარმართვაში, ამიტომ არცერთი განცხადება შეუთანხმებლად, ისე, რომ პატრიარქმა არ იცოდეს შინაარსი და არ იცოდეს, რას ემსახურება და არ ჰქონდეს წაკითხული და თანხმობა არ იყოს მისგან, ასეთი განცხადება არ იდება არასდროს”, — განაცხადა მან მაესტროს ეთერში.

ჯაღმაიძემ  მეუფე ნიკოლოზის მიერ  გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომ მეუფე ნიკოლოზის ღვაწლი და შრომა ძალიან დიდია,  იგი  დიდი ხნის მღვდელმთავარია და შესაბამისად ბევრი საქმე აქვს  გაკეთებული ეკლესიის სასიკეთოდ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქის დავალება  შეეჩერებინა ეკლესიის პოლიტიკაში ძალით შეყვანის პროცესი  არ ეხებოდა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს.

,, ჩვენ ვნახეთ, დიდი ხანია ვამბობთ ამას, რომ ეკლესიას თავის ფუნქცია აქვს, გამერთიანებელი ფუნქცია აქვს და ნუ დაიკავებთ ეკლესიის მიმართ რაღაც რადიკალურ პოზიციას იმიტომ, რომ როდესაც ეს შეეხება უკვე უშუალოდ ფუნდამენტურ შეხედულებებს, რაც ეკლესიაში არსებობს, ჩვენ მოგვიწევს ამაზე რეაგირება. გამოდის მერე, რომ ვიღაცის სასარგებლოდ არის, ან ვიღაცის საწინააღმდეგოდ არის. ნებისმიერი ჩვენგანი დღეს სატელევიზიო გამოსვლაში რისკავს, რომ სიტყვა, რომელსაც მოუზომელად იტყვის,შეიძლება გატანილ იქნეს იმ ველზე, სადაც მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ზომავენ ამას”, — თქვა მან.

10 ნოემბერს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ იმედი აქვთ, მეუფე ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს.

წინა სტატიადღეს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოში განვითარებული მოვლენებსა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმსჯელებენ
შემდეგი სტატიაქუთაისელი ექიმები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური