რუსთავის ახლადარჩეული საკრებულოს ექვსმა წევრმა შიმშილობა დაიწყო

0
263

რუსთავის ახლადარჩეული საკრებულოს ექვსმა წევრმა„ნაციონალური მოძრაობიდან” შიმშილობა დაიწყო, ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

საკრებულოს წევრმა, ჯუბა მგელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შიმშილობა გაგრძელდება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე.

„აქციას ფრაქციის ოთახში მოვაწყობთ“, – თქვა მგელაძემ.

ორი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთავის საკრებულოში 16 მანდატი მოიპოვა, თუმცა საკრებულოს უფლებამოსილება ჯერ არ არის ცნობილი.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით 14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო ათმა პარლამენტარმა და  გია ბარამიძემ.  მანამდე შიმშილობის აქცია დაიწყო დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ. ის მე-13 დღეა შიმშილობს.

წინა სტატია,,გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ და, სანამ აღარ იქნება თირკმლის გაჩერების რისკი, გადასხმებსაც შევაჩერებ” – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიაზუგდიდის საკრებულოს წევრებმა შიმშილობა დაიწყეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური