მთავარისიახლეებიპოლიტიკაპიჯაკების საქმის მოსამართლე: ამ ქვეყანაში მე არავინ არაფერს მეკითხება

პიჯაკების საქმის მოსამართლე: ამ ქვეყანაში მე არავინ არაფერს მეკითხება

Published on

დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე “პიჯაკების საქმის” სახელით იხსენიებს, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შემდეგ პირველი სასამართლო სხდომა მის გარეშე გაიმართა. ამ სხდომაზე ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც უარი მიიღეს. ადვოკატებმა უარი მიიღეს კიდევ ერთ შუამდგომლობაზე, დასწრებოდა სხდომას ყველა ის მედიასაშუალება, რომელმაც შესაბამისი მოთხოვნით მიმართა სასამართლოს კანცელარიას. მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ადვოკატებსაც შეუზღუდა პირადი ტელეფონების საშუალებით ფეისბუქის ლაივით სხდომის გადაცემა. ამავე სხდომაზე პროკურორმა, გიორგი მუჯირმა სასამართლოს შესთავაზა სხდომები ამ საქმეზე წარიმართოს ონლაინ ან პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც საშუალებას მისცემდა ბრალდებულს, იყოს პროცესის თანამონაწილე.

სხდომაზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა თქვა, რომ ის არ აპირებს ამ საქმეზე სასამართლო სხდომები გამართოს პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის ონლაინ მონაწილეობის საკითხს კი არ განიხილავს იქიდან გამომდინარე, რომ დაცვის პოზიცია მისთვის ამ თემაზე ცნობილი არ არის.

„მოგეხსენებათ, პენიტენციურშიც შეიძლება ჩატარდეს პროცესები, კანონმდებლობა იძლევა ამის შესაძლებლობას, მეც მქონია სხდომა ციხეში, მაგრამ ამისთვის საკმარისი საფუძველი უნდა იყოს და აუცილებლობა. როგორც წესი, ეს ბრალდებულის იმგვარი მდგომარეობაა, რაც ეტაპირების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ ბრალდებული ითხოვს ამას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მდგომარეობა გაცხადებული ინფორმაციით არის მძიმე, მაგრამ ბრალდებული არ ითხოვს ამას. ბუნებრივია, მის გარეშე ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დისტანციურ ფორმას, დაცვის მხარის მხრიდან არ მომისმენია ამაზე ინფორმაცია, თუ მოგვაწვდით ამ ინფორმაციას, მოხარული ვიქნები“,- განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

„ბატონო ბადრი, სააკაშვილის სასამართლოში მოყვანაზე უარი ჯერ კიდევ მაშინ გადაწყდა, როცა მინისტრმა ბრეგაძემ თქვა, სააკაშვილი პროცესზე არ მივა და ადვოკატები ციხეში მივლენო. ეს ფარსი დაიდგა იმის ხარჯზე, რომ თქვენი მაღალი კომპეტენციის ხარჯზე წარმოაჩინოთ იცით რა? მე მოწადინებული ვარ, ბრალდებულმა მიიღოს მონაწილეობა პროცესშიო”, – უთხრა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს. მან სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილი ისე ცუდად არის, რომ სასამართლოში მისვლა არ შეუძლია, არც პენიტენციურში ან ონლაინ ფორმატში შეეძლება სხდომაზე დასწრება, თუმცა ის ფაქტი, რომ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა გამორიცხავს მის სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას, არც კონსილიუმის დასკვნით დასტურდება და მხოლოდ ციხის ერთი ექიმის გადაწყვეტილებაა.

სიახლეები

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრა დაზიანდა

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად, დაზიანდა კიევ-პეჩერის ლავრა...

საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი სუს-ის თანამშრომელი სიმონ წაქაძეა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილია...

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხსნის, რას სთხოვს EU “ოცნებას“

კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ, დეტალურად ისაუბრა იმ პირობებზე, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, იქიდან...

ევროკავშირმა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა დაამტკიცა

ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე,...