პაატა ბურჭულაძე: ვაცხადებ შიმშილობას იქამდე, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადაიყვანენ

0
265

 დღეს თბილისში საქართველოში მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ჩამოდის, იგი  ჩამოსვლისთანავე აპირებს შიმშილობის გამოცხადებას.

ფეისბუკზე მან დაწერა: „თუკი ახლა არ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ ის რაც ხდება რამდენიმე გაველურებული ადამიანის პოზიციაა და არა ქართველი ხალხის, არის საშიშროება, რომ სამუდამოდ დაიკეტოს ჩვენთვის ცივილიზაციის კარი. ამიტომ მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იქნება გადაყვანილი მულტიფუნქციურ კლინიკაში! ვიდრე არ იქნება მისი სიცოცხლე გადარჩენილი!“

შეგახსენებთ, მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა საქართველოს პარლამენტის კიდევ ცხრა დეპუტატმა: აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიპროფილურ, სამოქალაქო საავადმყოფოში.

დეპუტატებს შეუერთდა ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც. ის პარტიის ცენტრალურ ოფისში იშიმშილებს.

 

წინა სტატიაპენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომაში დისტანციურ მონაწილეობას სთავაზობს
შემდეგი სტატიაამერიკამ რუსეთს „სილა გააწნა“ – აშშ-ის სამხედრო გემები შავ ზღვაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური